უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე ვიდეომიმართვისას საბჭოს მოუწოდა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
“სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიებიც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? ის აქ არაა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უშიშროების საბჭო. მაშინ სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომლის გარანტიაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს. მინდა შეგახსენოთ გაეროს წესდების 1-ლი მუხლის პირველი თავი. რა არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი? მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. ახლა გაეროს წესდების პირველი მუხლი დაირღვა, რა აზრი აქვს სხვა მუხლებს?”
კომენტარები