„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე:
„2018 წელს „ძალა ერთობაშია“ ჩამოყალიბდა და ფანტასტიკური შედეგი აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებზე, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა მოვიპოვეთ, ოპოზიციურმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს ფართო ოპოზიციური გაერთიანება მაჟორიტარული ბლოკების გაერთიანების სახით, რაც არის სამომავლო კონკურენტული კოალიციური მმართველობის საფუძველი.
რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, „ძალა ერთობაშიას“, არის ასეთი საუბარი, არ დაგიმალავთ, რომ მოხდეს გარკვეულწილად დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოპოვებული იყოს ყველა ოპოზიციური ხმა და არც ერთი ხმა არ დავკარგოთ, ჩვენი კვლევები და მონაცემებიც ამას უჩვენებს. შესაბამისად, ნამდვილად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ფიქრობს, მიიღოს მონაწილეობა არა ერთად, არამედ ცალკე, ჩვენც ცალკე და ა.შ.
არ ვიცი, გადის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორი ფორმით იქნება, ამაზე საერთო განცხადებას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში, რადგან დიდხანს ვერ გაიწელება ეს პროცესი. ჩემი აზრით, ეს უნდა მოხდეს ძალიან კონსტრუქციულად, მშვიდობიანად იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა, რომელიც არის ხალხის ნდობა, მოვიპოვოთ მაქსიმალურად.
არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე, არ დავმალავ, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა კითხოთ მათი საბოლოო პოზიცია.
შესაძლებელია, თერთმეტივე პარტიამ ცალ-ცალკე სუბიექტებად მიიღოს მონაწილეობა არჩევნების პროპორციულ ნაწილში, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა.
რაც შეეხება შეხვედრებს, მას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება“
1 ტვ
კომენტარები