„გაგებაში არ არიან ესენი არაფრის! ეს მთავრობა ვერ გაუძლებს ამ კრიზისს. სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში!. მისი ანტიკრიზისული ნიჭი ჭირდება დღეს ქვეყანას!” – განაცხადა „ფრესკოს“ მფლობელმა ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძემ ნიკა გვარამიასთან ეთერში.
„მე არასდროს არ ვყოფილვარ ნაციონალური მოზრაობის წევრი, არც ერთი პარტიის წევრი, არც ვყოფილვარ არასოდეს, არც პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, არც სკამის დაკარგვის მეშინია, ამიტომ ვიტყვი ხმამაღლა იმას, რასაც ვიტყვი – მე მოვუწოდებ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ეხლავე მიწეროს საქართვალოს ეხლანდელ პრეზიდენტს თხოვნა იმის შესახებ, რომ დაუბრუნონ მას მოქალაქეობა, სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, მისი ანტიკრიზისული, მისი ნიჭი ჭირდება დღეს ქვეყანას.
ნუ ვითამაშებთ ჩვენ იმას, რომ ეს არ გვესმის, სააკაშვილი იყო ის კაცი, ქვეყანა რომ გამოიყვანა ამ სიტუაციიდან, სააკაშვილი იყო ის კაცი… ჩემნაირმა ხალხმა… მე 2011 წელს ჩამოვედი, არც ვაპირებდი საქართველოში ჩამოსვლას, შემთხვევით მოვხვდი საქართველოში და როცა დავინახე რაც ხდებოდა ათეულობით მილიონი დოლარი ჩავდევი და ათასობით სამუშაო ადგილი შევქმენი, რა თქმა უნდა აქვს ამ ადამიანს ნიჭი. გამოვიყენოთ ეს ნიჭი და მერე აგოს სააკაშვილმა პასუხი ხალხის წინაშე, რა ჩაიდინა, რა არ ჩაიდინა, რამდენად სწორად გაასამართლეს 5 პიჯაკის გულისათვის, თუ არასწორად გაასამართლეს, არავის არ აინტერესებს დღეს ეს თემა.
საქართველოს ხელისუფლებას და ბატონ გახარიას, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ვერ გააკეთებს ეს ადამიანი… ერთი წუთით, წინააღმდეგი როგორ არა ვარ, ის 20 ივნისის საქმე და ყველაფერი, მაინც გამოსაძიებელი იქნება და არავინ არავის არაფერს აპატიებს, მაგრამ ისტორიიდან მოგიყვანთ მაგალითს, დიქტატორი, სისხლისმსმელი, რომელმაც თავისი ოჯახი არ დაინდო, მისი შვილი არ დაინდო, მეუღლე არ დაინდო, მეუღლის ნათესავები არ დაინდო, ქალი, დიდი, კაცი, მოხუცი არ დაინდო – სტალინი, რომელიც არასოდეს არ ეპუებოდა არავის აზრს, სტალინი, რომელიც მხოლოდ თავისი აზრით ცხოვრობდა, როდესაც ნაცისტური გერმანია მიადგა დედაქალაქს, იმდროინდელი სახელმწიფოს დედაქალაქს, მან ციხიდან გამოიყვანა ყველა ის გენერლები, რომლებიც ჩამსხდარნი იყვნენ ციხეში“ – განაცხადა სოფრომაძემ.
კომენტარები