აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშს ისმენენ, სადაც თორნიკე რიჟვაძე უმაღლეს საბჭოში გაძლიერებული დაცვით მივიდა.
ოპოზიციას კითხვები ჰქონდა სოციალურ-ეკონომიკური და შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით. ოპოზიცია თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთუქრის დაკავების, ასევე, ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებითაც ჰქონდა კითხვები. დარბაზში არაერთხელ გაიჟღერა თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელმა.
ოპოზიციის კითხვების პასუხად, შეიძლება ითქვას, რომ თორნიკე რიჟვაძე ყვიროდა, ზოგს ლანძღავდა, ზოგს ამუნათებდა, ზოგს ემუქრებოდა:
მშიშარა ხარ… ყაჩაღი ხარ….
ჩემთვის თავმოყვარეობის საკითხია და ჩემთან არ უნდა დასვათ ეს კითხვები, დასვამთ და მიიღებთ!
გაგიშვებთ ცუქცუქით…
მიგაფარებთ მაგას სახეზე მალე, ყველამ მომისმინეთ, თქვენამდე მოვალ, ყველასთან მოვალ, ყველასთან!
შესაძლოა, თორნიკე რიჟვაძემ, დარგის სპეციალისტებთან გაიარა კონსულტაცია და ასე საუბარი ურჩიეს?
კომენტარები