“მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელი გიორგი რურუა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მმართველი გუნდის მიერ ევროპარლამენტისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
წერილში საუბარია 30 წლის წინანდელ დანაშაულებზე.
“ბატონო მოსამართლე, მინდა ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მინდა უბრალოდ, მაგალითი მოვიყვანო, მსოფლიოს რომელ პარალამენტში: მადუროს, ვენესუელის, ბელორუსის, რუსეთის, სირიის გარდა, პატიმარზე ამდენს სად ლაპარაკობენ მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები. არის თუ არა ეს პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს, პოლიტიკურად შეკერილი საქმე.
ბატონ კუჭავას, რაღაც აბსურდული სისულეები გაუგზავნია, რაზეც აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე. ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ”
თავის მხრივ, კახა კუჭავა აცხადებს, რომ ეს არ იყო პარლამენტიდან გაგზავნილი დოკუმენტი, ეს იყო “ქართული ოცნების” პარტიიდან გადაგზავნილი “სიახლეები”
“აბსოლუტურად ყველა პარტია აგზავნის. ჩვენც კვირაში, ორ კვირაში ერთხელ ვაგზავნით ხოლმე. ასეთი ბიულეტენი გაიგზავნა კვირასაც, გუშინაც, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღეთ პირველი და მეორე მოსმენით. …აქ არის მოყვანილი ის ზუსტი ფაქტები, რომლებიც არის ცნობილი”
კახა კუჭავას, “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს ერთი პატარა ნიუანსი გამორჩათ – 30 წლის წინანდელი ამბავი, რომლებიც, თურმე. მმართველი გუნდისთვის, რომელიც 8 წელია სათავეშია, ცნობილია და მხოლოდ 2020 წელს გაახსენდა, რომელი კრიტერიუმითაა სიახლე და თუ ყველა ეს დანაშაული ცნობილია და დამტკიცებული, რატომ არ დააკავეს აქამდე რურუა და რატომ არ უყენებენ ბრალს ახლაც კი იმ ძველი დანაშაულებებისთვის?
კომენტარები