პარლამენტის სხდომაზე მამუკა მდინარაძემ თამარ ჩარკვიანს “ურჩია”:
“დღეს ღიმილის დღეა, გაიღიმეთ ქ-ნო თამარ და მთავარ თემაზე ისაუბრეთ”
თამარ ჩარკვიანმა კი ასე უპასუხა:
“არ მეღიმება, როცა ვერ იღიმიან პენსიონერები აფთიაქების რიგებში, პრეპარატებს რომ ვერ ყიდულობენ, ბავშვები რომ მშივრები არიან, ომის ვეტერანები რომ შეურაცხმყოფელ ფულად კომპენსაციას იღებენ სახელმწიფოსგან, ვერ და არ მეღიმება, უფრო გული მისკდება… მე კი თქვენს წინააღდეგ ოპოზიციაში სწორედ იმიტომ ვარ, რომ პენსიონერები, სოციალურად დამცველები, შშმ პირები, ომის ვეტერანები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები თქვენთვის მთავარი რომ არ არის… ჩემთვის კი, უმთავრესია და ამიტომაც ვარ ოპოზიციაში. მამუკა მდინარაძე რომ ვაცხოვროთ თვიდან თვემდე 215 ლარით საინტერესოა, თუ ისევ იქნება ღიმილის და დაუცველი მოქალაქეების დაცინვის ხასიათზე?”
კომენტარები