ფსიქოლოგი, გუდუნა–იოანე დარბუაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცი, დღეს ჩემი მეგობრის ნაცნობზე ერთი ისტორია მომიყვეს. თურმე, ეს ბიჭი (შვეიცარიელია) ბუდაპეშტში ერთ-ერთ ბარში მაგრად გამომთვრალა, ვიღაც გოგო აქეთ პატიჟებდა სასმელზე, ესეც ჭკუაზე არ ყოფილა ისეთი ლამაზი გოგო ყოფილა, იფიქრა, ალბათ, ეს რა ბედში ჩავარდიო.
კარგად რომ გამოათრო ეს ბიჭი სახლში დაპატიჟა გასართობად, ესეც ბედნიერი გაყვა თუმცა ამის მერე არაფერი ახსოვს. გაიღვიძა ქუჩაში, ნახევრად შიშველმა და აღმოაჩინა, რომ ნაკერები ედო. მაშინვე დაურეკავს სასწრაფოში და სავადმყოფოში წაუყვანიათ. მოკლედ, სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა უბრალოდ ერთი თირკმელი ამოაჭრეს.
ექიმები გაოცებულები ყოფილან ისე სუფთად იყო ოპერაცია გაკეთებული.
შოკში ვარ… სულ გაგიჟდა მთელი მსოფლიო.
მოკლედ დაივიწყეთ ქალები და ბუდაპეშტი თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებიათ.”
კომენტარები