ქუთაისიდან ფეისბუქმომხმარებლები ავრცელებენ კადრებს, სადაც ასახულია მეტალურგიული ქარხნიდან ამომავალი მომწამვლელი კვამლი, რომელზეც წერენ, რომ ეს კვამლი მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ რაიონებში ვრცელდება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მეტალურგიული ქარხანა მუშაობს წესების დარღვევით, მისი ფილტრაციის სისტემა სავარაუდოდ გამართული არ არის და განსაკუთრებით ღამით მიმდებარე ტერიტორიაზე
სუნთქვა შეუძლებელია.
“გამოფხიზლდით: ავანგარდი, პასელოკი და ნიკეა, გაიღვიძეთ ხალხნო! შვილებს გვიკლავენ ეს უნამუსოები!”
“უბნელებო, თანაქალაქელებო – გროვდება ხელმოწერები ამ მომწამვლელი ქარხნისთვის, ჩვენ ამით მოვუწოდებთ მოაწესრიგონ გამწოვი სისტემა და დაუყენონ ფილტრები, ვალდებულები ხართ თქვენი შვილებისთვის ეს გააკეთოთ, გაწევრიანდით ჩვენს ჯგუფში ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა გვკლავს! და დაგვიდექით გვერდით.” – წერენ სოცქსელი მომხმარებლები, რომლებმაც მათივე თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას და გარემოს დაცვის სამსახურსაც მიმართეს, მაგრამ ჯერჯერობით რანაირი რეაგირება არ ყოფილა.
კომენტარები