ჟურნალისტი, თბილისის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გია გაბრიჭიძე:
“როცა ნაც-ტელევიზიების მოთქმა-გოდება მესმის სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ერთი ძვეეელი ანეკდოტი მახსენდება:
ტიპი რეკავს კგბ-ში.
– ალოო, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტია?
– დიახ.
– მართალია რომ თქვენთან ხანძარი იყო?
– დიახ.
– უღრმესი მადლობა.
გადის 5 წუთი და ისევ რეკავს:
– ალოო, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტია?
– დიახ.
– მართალია რომ თქვენთან ხანძარი იყო?
– დიახ.
– უღრმესი მადლობა.
და ასე გრძელდება ათჯერ. ბოლო-ბოლო იმ კგბ-შნიკს ამოუვიდა ყელში და ეუბნება:
– კი მაგრამ უკვე ათჯერ გითხარით, რომ ჩვენთან ხანძარი მოხდა. რაღატომ რეკავთ?
– იცით რაშია საქმე, უბრალოდ ძალიან მსიამოვნებს, რომ თქვენთან ხანძარი მოხდა.
გაიხარეთ ნაც-ტელევიზიებო იმისათვის რომ მოსახლების უმრავლესობას ასეთ სიამოვნებას ანიჭებთ.”
კომენტარები