ექსპერტი მიშა თავხელიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,სანამ მთავრობა კარანტინობას არ ეშვება, გაიხსენეთ, დღეს ვინმე თქვენს გარშემო იცით, რომ თუნდაც გრიპი ჰქონდეს? მეც არ ვიცი და ამას ახსნა აქვს:
მეცნიერები სულ უფრო მეტ მტკიცებულებას პოულობენ, რომ T-ლიმფოციტები უზრუნველყოფილი COVID-19-ის იმუნიტეტი საშუალებას იძლევა მოსახლეობამ მიაღწიოს ჯოგურ იმუნიტეტს მხოლოდ 10-20%-ის ინფიცირების პირობებში და არა 60-70%-ის, როგორც ადრე ითვლებოდა.
ამის ირიბი დასტურია დაახლოებით 10-20% ინფიცირების დონე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებშიც კი, მიუხედავად კარანტინისა და პირბადეების. მაგ. ნიუ იორკში.
ამავე დროს, როცა თეთრი ანტი-სხეულები იცავენ მხოლოდ თვეების მანძილზე, T-უჯრედები რჩება ორგანიზმში წლები.
მეტიც, კვლევები აჩვენებს, რომ ამ T-უჯრედებს გააჩნია კროს-ვირუსული იმუნიტეტი: კორონავირუსთან მებრძოლი T-უჯრედები აღმოაჩნდა იმათაც კი, ვინც არასდროს ყოფილა COVID-19-ით ინფიცირებული. ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ მათ “ახსოვთ” სეზონური გრიპები, რომელთაც ასევე კორნავირუს ნაირსახეობები იწვევენ.
თუ ეს ყველაფერი სწორია, ეს იმას ნიშნავს რომ “სოციალური დისტანცირება” და პირბადეების ტარება:
- ან უკვე გვიანია (როგორც, I believe, საქართველოს შემთხვევაში);
- ან მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ეპიდემია დროში გაწელა და ის, რაც 2 თვეში უნდა მორჩენილიყო შეინარჩუნა ერთი წლით.”
კომენტარები