საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სათხილამურო კურორები 1-ელი თბერვლიდან ვერ გაიხსნება. როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, ბევრი დამსვენებლის ერთად თავმოყრა სახიფათოა, რადგან ინფიცირების სწრაფ ზრდას გამოიწვევს:
“სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა და ერთდროულად კონცენტრირება არის სწორედ ის ყველაზე მაღალი საფრთხე, რაც კურორტებზე იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას. სწორედ ეს არის მიზეზი არამხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, სათხილამურო კურორტები არ ფუნქციონირებენ. სამწუხაროდ, ასეთივე რისკები გვაქვს საქართველოში. ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ძალიან მაღალი რისკებიდან გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტების აღდგენას პირველი თებერვლიდან ვერ ვახერხებთ”
კომენტარები