„პრაიმტაიმი“ Tbilisi Pride-ის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს დაუკავშირდა კითხვით, რა სახით აპირებენ 17 მაისს მარშის ჩატარებას:
„იმის მიხედვით, რომ გეგმები სხვანაირი გვქონდა ცხადია, მას შემდეგ რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მოგვიწია ადაპტირება. აქტივობებს, რომელიც ადამიანების შეკრებას გულისხმობს საჯარო სივრცეში, არ ვაპირებთ.
თუმცა, ვმუშაობთ იმაზე, რომ ვადაპტირდეთ არსებულ სიტუაციასთან და განვაგრძოთ მუშაობა ონლაინ რეჟიმში.
იმის შესახებ, თუ რა ტიპის აქტივობებს გავაკეთებთ, ეტაპობრივად დავდებთ ჩვენს სოციალურ ქსელებში. მაგრამ ისე, რომ საჯარო შეკრების და მანიფესტაციის უფლებით ვისარგებლოთ არ ვაპირებთ ამ ვითარებაში, არც 17 მაისს და არც „თბილისი პრაიდის“ დროს“, – ამბობს გიორგი თაბაგარი.
თაბაგარი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ღირსების მარში შესაძლოა ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობითაც კი ჩატარდეს.
მისივე თქმით ამ საკითხზე ჯერჯერობით მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს.
„მიდის კონსულტაციები, თუმცა ამაზე უახლოეს დღეებში გავავრცელებთ ინფორმაციას, ამ ეტაპზე ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.
ვმსჯელობთ და ვფიქრობთ, რა მეთოდი მოვიფიქროთ, რომელიც ჩაანაცვლებს მანამდე აქტივობებს ყველაზე უკეთ. ვგეგმავთ პარტიზანული შინაარსის აქტივობებს.
ძირითადი ნაწილი ყველაფრის იქნება ონლაინ, რადგან გადაადგილება შეზღუდული გვაქვს და ვერ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც კანონსაწინააღმდეგო იქნება.
შესაძლოა იყოს ასევე პროექტული აქტივობები, რომელიც შესაძლოა ასევე ონლაინ ჩავატაროთ.
ასევე კონკრეტულ ქუჩაზე სტენსილის გაკეთება. ამ კვირაში გადაწყდება ყველაფერი“
ცნობისთვის, 17 მაისს, როდესაც მსოფლიოში ჰომობობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, საქართველოში სასულიერო პირები და მრევლი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს.
გასულ წელს, დაპირისპირების გამო ვერ მოახერხეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აღლუმის ჩატარებ და აქცია 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გამართეს.
კომენტარები