ეს არის უკვე ჩვენი სასოწარკვეთილი ხმა, რადგან არავინ გვისმენს- ამის შესახებ რეჟისორმა, ლევან (ჭოლა) წულაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ დოის წამოწყება საპროტესტო მანიფესტთან დაკავშირებით, მისთვისაც აბსოლუტურად მისაღებია:
`პასუხს მოითხოვს სიტუაცია, გაიყინა ყველაფერი, მთავრობა დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ელოდება, როდის ჩაქრება ეს პროტესტი. უდანაშაულო ბავშვების პატიმრობას ვერ შეეგუება ვერავინ. დოის ყველა წამოწყებაში მის გვერდით ვიდგები.
ეს დღეები თეატრი ისედაც ყველაზე აქტიური იყო. ეს არის უკვე ჩვენი სასოწარკვეთილი ხმა, რადგან არავინ გვისმენს“
კომენტარები