“ტვ პირველის” ინფორმაციით, წეროვანის მესამე საჯარო სკოლაში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციაში შეტყობინებაა მოსწავლეებისგან შევიდა, რომლებიც ამტკიცებდენენ, რომ მათი თანატოლი ხანშიშესულმა მამაკაცმა ავტომობილით გაიტაცა.
ადგილზე პოლიციის მოსვლისა და ვიდეოკამერების ნახვის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
სკოლის დირექტორი, მედიასთან, ამბობს:
“28-დან 31-მდე ყოფილა ჰელოუინის დღეები და ამის გამო მოიტყუეს. ერთმანეთს ატყუებდნენ ამ ყველაფერს. ყველა მაღაზიის კამერა გაიხსნა. რაღაცა მომენტამდე ბავშვები სიმართლეს ჰყვებიან, მაგალითად, როგორ შევიდნენ კონკრეტულ მაღაზიაში რაღაცის საყიდლად, მაგრამ იქიდან გამოსულს რომ შავი ჯიპით ვიღაცა დახვდა და შოკოლადი შესთავაზა, ეს უკვე ტყუილია. ყველა არის შინ, მშვიდობითაა.
ახლა იმ 2 ბავშვის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებმაც პრაქტიკულად აღიარეს, რომ ეს გააკეთეს პოპულარობის, თუ რაღაც შიშის გამო. ეს იყო ცრუ განგაში და ძალიან ვწუხვარ.”
ახლა წეროვანის პოლიციაში მოსწავლეების დაკითხვა მიმდინარეობს
კომენტარები