ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსს, ლაშა სალუქვაძეს ფოტოგრაფმა ვახო ქარელი სამსახურეობრივი მოვალეობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
ინცინდენტი რამდენიმე წუთის წინ, არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ქალების მარშზე მოხდა.
„გაიწიეო, ვარ ჟურნალისტი, ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ხელს მიშლის სამუშაოს შესრულებაში. მიდით და კითხეთ, რატომ არ აძლევს ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას. ან რატომ აძლევს თავს უფლებას, ასე მოგვმართოს. „გაიწიე, ბიჭო”, მისი მეგობარი ვარ და არ ვიცი?” – ამბობს ვახო ქარელმა.
“ტვ პირველთან” სალუქვაძე უარჰყოფს ქალებზე ძალადობასაც და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლასაც.
„რამდენი ვიღაც რაღაცას იტყვის, ყველაფერზე კომენტარი ვაკეთოთ, კაცო?” – თქვა სალუქვაძემ
“რას აკეთებ, გაიგუდება” – ვინ არის მაღალჩინოსანი, ვისაც აქციის მონაწილეები ძალადობაში ადანაშაულებენ
კომენტარები