ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს:
„პირველი მოთხოვნა რაც ჩვენ გვაქვს, ტურისტს უნდა ჰქონდეს თან PCR-ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ გააჩნია. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც თან არ ექნებათ დოკუმენტი, ჩვენ უზრუნველვყოფთ PCR-ტესტის ჩატარებას. ეს ყველაფერი გაკეთდება აეროპორტში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, გვაქვს მოლაპარაკება სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან ტესტის პასუხებს.
მოლაპარაკებები იმაზე, თუ ვინ გადაიხდის ამ ტესტირების ხარჯებს, სხვა სახელმწიფოებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.”
საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს.
ჩამოსული ტურისტები კარანტინს არ გაივლიან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ ექნებათ აღებული ტესტი ვირუსზე, მათ საქართველოში აღებული ტესტის პასუხამდე მოუწევთ მხოლოდ იზოლაციაში ყოფნა!
კომენტარები