მედიაში გავრცელებუილი ინფორმაციით, შესაძლოა გიორგი გახარია, პრემიერის თანამდებობაზე, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ლილუაშვილი ივანიშვილისა და გომელაურის ნდობით აღჭურვილ პირია.
ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე:
”გახარია არის ზედმეტი ტვირთი, ამიტომ როგორც წესი ასეთ დროს, ტვირთს აგდებენ. დადგა გახარიას დროც”
მმართველი პარტია კი ცვლილებებს არ ადასტურებს, რატი იონათამიშვილი:
“ჩვენს ოპონენტებს განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ ხელისუფლება მუშაობს სტაბილურად. ამიტომ ცდილობენ მსგავსი ჭორაობა შემოტანონ, ჩვენ კი ორიენტირებულნი ვართ საქმეზე”
კომენტარები