“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მედიასთან განაცხადა:
„ქართულ ოცნებას“ მთელი ამ 10 წლის განმავლობაში უწევდა ბეწვის ხიდზე სიარული და გიორგი მარგველაშვილიც და გიორგი გახარიაც იყვნენ ამ ბეწვის ხიდზე სიარულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
ეს არ იყო შეცდომა, ამაზე ალბათ მოგვიანებით გვექნება მეტი განმარტების გაკეთების საშუალება. შეცდომა არ იყო არც ერთი და არც მეორე. ორივე იყო ლოგიკური შედეგი იმისა, რომ ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული ამ პერიოდის განმავლობაში და ამ ბეწვის ხიდზე სიარულში მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“
კომენტარები