• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარია იქცევა უპასუხისმგებლოდ” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:55 07-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,061

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

გახარია იქცევა უპასუხისმგებლოდ. ანაკლიასთან დაკავშირებული მისი პარტიის კომენტარები არის “ქართული ოცნების” დანაშაულის გამართლება, რომელმაც მიზანმიმართულად ჩაძირა ანაკლიის პროექტი.
ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად ხელისუფლებამ წამოიწყო ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ხანდაზმულობის ვადაგასული საქმე, გადააკვალიფიცირა რა ფულის დიდი ოდენობით გათეთრების მუხლად. ამ პროცესმა აშკარა პოლიტიკური დევნის ხასიათი მიიღო.
სამწუხაროდ, საერთაშორისო არბიტრაჟმა არ გაითვალისწინა ( და ვერც გაითვალისწინებდა) ამ საქმის პოლტიკური კონტექსტი.
მაშინ, როდესაც ხელისუფლების დასამარცხებლად აუცილებელია ოპოზიციის შემდგომი გაერთიანება, მაშინ როდესაც ყველაზე ლოგიკური იქნება ეგრეთ წოდებული არანაცური მძლავრი კოალიციის შეკვრა “ლელოსა” და გახარიას პარტიას შორის, ანაკლიის თემაზე სახელისუფლებო პოზიციიდან, ვიწროპარტიული თუ პიროვნული შურისძიების მოტივით წარმოებული კამპანია ვნებს საერთო საქმეს.
არც მამუკა ხაზარაძის მიერ გახარიასადმი წაყენებული ულტიმატუმი იყო სწორი, როდესაც გაერთიანების წინაპირობად კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვდა.
როგორც ჩანს, ამ ფლანგზე ოპოზიციის გაერთიანების შანსი ფაქტობრივად მიმნიმუმამდე დავიდა.
ნუ მივეცემით ილუზიებს. არასდროს საქართველოს არჩევნების ისტორიაში, მაღალი ბარიერით შემდგარ არჩევნებში ოთხ პარტიას ეს ბარიერი არ დაუძლევია. ერთხელ მოხდა ორზე მეტი ოპოზიციური პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა და ისიც მხოლოდ სამმა პარტიამ შეძლო.
ალბათობა იმისა, რომ ამ ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან ერთი დარჩეს გარეთ, არის უფრო დიდი, ვიდრე ის, რომ პირიქით მოხდეს. ეს კი ნიშნავს ამ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენას. ამას ოპოზიციას არასდროს აპატიებს ხალხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved