“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გახარია – ივანიშვილის საყურადღებოდ… საკმარისია ავტომობილებით გადაადგილებაზე არსებული აკრძალვა დატოვოთ ძალაში, როდესაც ოცნებაღაა საჭესთან ამხედრებული, ხალხი კი ქუჩაში მისავათებული და არ აგცდებათ აქცია – მიტინგები.
ვერავითარი საგანგებო მდგომარეობა სახლებში გამოკეტილ მშიერ ხალხს ვეღარ გააჩერებს. არ თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეთ ან არ დაიწყოთ მტკიცება პროტესტების ბუენოს-აირესიდან დაორგანიზებაზე. გამოქვეყნდეს სასწრაფოდ სრული სია ვის მიეცა ავტოსტრადებზე გრიალის უფლება და რატომ? სულ ერთია ამ სიებს მერე მაინც ამოვიღებთ.”
კომენტარები