“მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი,” – ასე პასუხობს თბილისის მერს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი მისი განცხადებების საპასუხოდ კახა კალაძის შეფასებებს ეხმაურება და ურჩევს, რომ ფეხბურთს დაუბრუნდეს:
„კახაზე ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ მე აშკარად დავინახე და ბევრმა ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივარმა დაინახა, როგორი ბედნიერი იყო კახა ჩვენი ნაკრების გამარჯვებით. კახა მართლა ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა, ემოციაზე ეტყობოდა, ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი, ეს არის ის სივრცე, სადაც ეს ადამიანი თავსაც ბედნიერად გრძნობს და ბევრ ქართველ მოქალაქესაც აბედნიერებს და მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი“ – თქვა გახარიამ.
კომენტარები