პარტია “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი, ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომ გახარიას გუნდი მიხეილ სააკაშვილთან და “ლელოსთან” ერთად გადატრიალებას გეგმავდა, აბსურდულს უწოდებს.
“ლოგიკა რა არის, რომ გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, გადადგა იმისთვის, რომ მერე სააკაშვილთან და ხაზარაძესთან ერთად მობრუნებულიყო მთავრობაში. წარმოგიდგენიათ საერთოდ, რას ლაპარაკობენ?! თუ ვინმე რამე გადატრიალებას აპირებს, ამაზე უნდა განხორციელდოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, კი არ უნდა გამოვიდნენ და იჭორავონ, საქმე გააკეთონ“, – ამბობს მიხეილ დაუშვილი.
კომენტარები