გიორგი გახარიამ ელჩებთან შეხვედრისას ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის შესახებაც ისაუბრა:
„თქვენ იცით, რომ საქართველოს არ აქვს დაგროვილი ის ეკონომიკური რესურსი, რომლითაც შეძლებს, სოციალური დახმარების სახით თვეები და წლები მოემსახუროს თავის მოქალაქეებს. ამიტომ ჩემთვის ეკონომიკის გახსნა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის დღეს ჩვენი ძირითადი მიზანი, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას. ადაპტაცია, რაც ჩვენთვის ნიშნავს – ვირუსი იქნება, უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ, ადამიანებმა ჩვეულებრივად უნდა იშრომონ, მიიღონ ხელფასი, უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, უნდა იყოს მიტინგებიც, პარლამენტში დებატებიც და უნდა იყოს არჩევნებიც. მთავრობის პასუხისმგებლობაა, მართოს ეს ეპიდემია ისე, რომ ადამიანებს მათი სოციალური და სხვა სფეროების არანაირი შეზღუდვები არ ჰქონდეთ.“
კომენტარები