ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
,,კი, მოსაწყენია პრესკონფერენციაა იმათთვის, ვინც გახარიასგან რატომღაც მაგიდაზე მუშტების ბრახუნს ელოდა და ბიძინის დაგმობას, მაგრამ გახარია ზედმეტად ჭკვიანია იმისთვის, რომ კლასიკური გაგებით ოპოზიციონერად მოგვევლინოს. იმიტომ რომ ძალაიან კარგად იცის, რომ როგორც მყვირალა ოპოზიციონერი სრულიად უშანსოა. არც არაფერში სჭირდება ეს. სანამ შეუძლია მაქსიმალურად ეცდება ეგეთი “სკოლსკი” იყოს. მისგან ყველანაირი კრიტიკა იქნება ძალიან სასაცილო და არადამაჯერებელი. გუშინწინ მიღებულ თავისივე გადაწყვეტილებებს ხომ არ გააკრიტიკებს? თუ რას იტყვის თავისი გასიებული ეგოთი და დიდი მიზნებით? მე არ ვიღებდი გადაწყვეტილებებსო?
მოკლედ, გახარია შეიძლება არაა “ქართული ოცნების” პროექტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხაზს არ გაატარებს. ორი სხვადასხვა რამეა. მას არანაირი სიახლე არ მოაქვს და ზუსტადაც ესაა მისი მთავარი ტრიუკი. “ქართული ოცნების” ამომრჩეველს (რომელსაც ის უმიზნებს) საერთოდ არ სჭირდება “ოპოზიციონერი” გახარია. და არც სიახლეები არ უნდათ მისგან. პირიქით, უნდათ სტაბილურობა, გარანტიები და არა კობახიძე-მდინარაძის ბლარჯუნი. და ზუსტად ამიტომაც აქვთ ქოცებს ასეთი ისტერიკა. ქოცებს წაართმევს ხმებს. გახარია იქნება “გაბუტული” და არა “გადაცოფებული” ხალხის ლიდერი”
კომენტარები