შსს-ს გენინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“საღამოს რუსთაველზე მოვდიოდი ყოფილი ფოსტის შენობის მხრიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით…
მხვდებოდა ადამიანები, რომელთაც ხელში დროშები ეჭირათ. ამიტომ ვიფიქრე ალბათ პარლამენტთან აქცია იყო, დასრულდა და ხალხი სახლში ბრუნდებათქო…
პარლამენტსაც მივუახლოვდი მაგრამ აქცია არ არის…
ხმაურისა და ყიჟინის ხმა თავისუფლების მოედნის მხრიდან მოდიოდა…
სავაჭრო ცენტ “გალერეას” მივუახლოვდი და ვხედავ თავისუფლების მოედანი ხალხითაა სავსე და ნაცნობი ხმა ისმის. გავიხედე და რას ვხედავ, არც მეტი არც ნაკლები სპეციალურად აქციისთვის დამონტაჟებული დიდი ეკრანიდან, სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი პირი მიმართავს ხალხს. ოღონდ არა როგორც დამნაშავე, არამედ როგორც ლიდერი. იმედიანი შეძახილით, რომ ის დაასრულებს არსებულ ხელისუფლებას… ხოო, არ მოგეჩვენათ სისხლის სამართლის დამნაშავე იძახის ამას. ეს დამნაშავე კი მიხეილ სააკაშვილია. ის მიშა, რომლის შექმნილი რეჟიმის ანგარიშზე უამრავი გამწარებული საქართველოს მოქალაქეა: – წართმეული ბიზნესები, ქონებები და 300 000 ნაწამები და ღირსება შელახული პატიმარი. პლიუს ჩვენი ქვეყნის დაკარგული ტერიტორიები…
აი ამ “ლიდერი”-ს ხმა ისმის ეხლა ქვეყნის მთავარ მოედანზე, თავისუფლების მოედანი რომ ჰქვია.
პარადოქსია არა?
კი პარადოქსია, მაგრამ ასეთ პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ…
არჩევნებამდე ორი დღით ადრე ასეთი სანახაობის მომსწრენიც გავხდით…
ასე დაასრულა გახარიამ ნაცმოძრაობა…
სასწრაფოდ იუთუბზე გახარიას პარლამეტში გამოსვლა მოვძებნე სადაც ვითომ ნაცების დასრულებას აჟღერებს…
მოვუსმინე…
დაკვირვებით ვუყურე და მოვუსმინე. თან მაინტერესებს იმ დროს ვის უყურებს. და “მივხვდი”. მივხვდი, რომ ქართულ ოცნებას ეუბნება, რომ ის მათ დაასრულებს (აბა ნაცებს აქციებზე ბოდიშს უხდის)…
ამის შემდეგ რა მოხდა?
ქართული ოცნების მომხრეების ფეისბუქი გადაჭრელდა ამ გამოსვლით. გახარია დაასრულებს, გახარია დაასრულებს გაჰკიოდნენ და კლავიატურებზე თითებს იტეხდნენ თავმოტყუებული ქოცთა მომხრეები…
ეხლა ოქტომბრის ბოლოა. ორ დღეში საპარლამენტო არჩევნებია. ქართული ოცნების საარჩევნო სიაში კი ერთი-ორი გამონაკლისის გარდა გაქოცებული ნაცებია. ის ერთი ორიც ნიღაბჩამოხსნილები არიან და ვეღარ ვცნობ…
დაასრულა კიი – ნაცების “ოპოზიონერობა”… დაგასრულათ კიი – ქართული ოცნება, რომელსაც მხოლოდ სახელიღა შერჩა. იდეა კი აღარ არსებობს. ის გაცამტვერებულია. ნაცების ნამოქმედარის გამპრავებელი მოსამართლეებით და ნაცი დეპუტატების დანიშვნით დაასრულა…
პირველად შეგისრულათ დაპირება…
ზოგადად “შეგისრულათ”…
კიიი. დაასრულა გახარიამ ქართული ოცნება. იმ გახარიამ, რომლისთვისაც უცხოა, სახელმწიფოებრივი და ეროვნული აზროვნება, რწმენა და ღირსება…”
კომენტარები