ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექიმები მიხეილ სააკაშვილს აბულინგებდნენ და აშინებდნენ. მისი თქმით სამხარაულის საექსპერტო ბიურო მესამე პრეზიდენტისთვის ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.
„რამდენიმე შემთხვევა იყო მიხეილ სააკაშვილის დაბულინგების ექიმების მხრიდან, ამაზეც არ ვიღებდით ხმას. ექიმები სააკაშვილს აშინებდნენ, რომ რუსთავის ციხეში გადაიყვანდნენ.
სამხარაულის ბიუროს გამოთხოვილი აქვს ავადმყოფობის ისტორიები და ეს დოკუმენტები გადაგზავნილია ბიუროში. თუმცა, ამ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ჩვენთვის არ უცნობებიათ. ღრმად ვარ დარწმუნებული, სამხარაულის ექსპერტიზა დადებს სააკაშვილისთვის საზიანო ექსპერტიზას.
კარგად ვიცი, როგორ მუშაობს სახელმწიფო საექსპერტო ბიუროები. გახარიამ შარდი არ ანდო სამხარაულის ბიუროს და ადამიანის სიცოცხლე როგორ უნდა ვანდოთ? მინდა, ვუთხრა სამხარაულის ექსპერტებს, ტყუილად ნუ წვალობენ.
გვარებით ვიცი ვინ იღებს ექსპერტიზაში მონაწილეობას. ვის რა დასკვნას დააწერინებენ, სად ხდება ეს მოლაპარაკებები. ექიმებს ეძებენ და უჭირთ მოძიება, ბევრი ეუბნება უარს. აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია მომდის“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
კომენტარები