საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ექსპრემიერ, გიორგი გახარიაზე საუბრისას, მედიასთან, ამბობს:
“გახარიამ სჯობს, საკუთარ ღირსებას მიხედოს. თუ ვინმემ იცის ისეთი, რომელიც ამ საზოგადოების ინტერესს უპირისპირდება, უნდა ილაპარაკოს, ეს იქნება გახარია, თუ სხვა.
რაც მთავარია, ილაპარაკოს არა მარტო სიტყვიერად, არამედ საქმით აკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება. გახარია ამის საპირისპირო ფიგურად ჩამოყალიბდა.
ის ანტიპოდია იმ დამოკიდებულებისა, რასაც ჰქვია პასუხიმგებლობა საზოგადოების წინაშე.
2023 წელსაც და ნებისმიერ დროს ყველა უნდა მოიქცეს ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება.
გახარიას ჯერჯერობით ნიშან-წყალი არ ეტყობა იმისა, რომ ამას აკეთებს.”
კომენტარები