“ორჭოფობა, გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს ჩემ თვალში გიორგი გახარიას”, – ასეთ კომენტარს აკეთებს, “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე.
გიორგი ვოლსკი:
“რასაკვირველია, მან [გახარიამ] უნდა გასცეს პასუხი უამრავ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება თუნდაც ეკონომიკურ პრობლემებს, რაზეც ხშირად საუბრობდა თავად და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ალბათ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს. პასუხი უნდა გასცეს მთავარ თემებს, რაც უკავშირდება მის გასვლას გუნდიდან, შეფასებას საზოგადოება გააკეთებს და იტყვის რამდენად ანგარიშგასაწევია.
ჩემი აზრით და მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ, მას ხმას არანაირად არ მივცემ, რადგან პრინციპული მომენტები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში, როცა პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, რაც მან ვერ გააკეთა”
კომენტარები