ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
” მთავრობის განცხადება 3 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერის შესახებ არის ტყუილ-მართალის ნაზავი, რიცხვების მანიპულაცია და გათვლილი იყო ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაზე.
ქვეტექსტად იკითხებოდა გახარიას მარიფათიანობა, რომელმაც გამოსტყუა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებს დიდძალი ფული.
მიმდინარე წლის განმავლობაში ბიუჯეტში 1,5 მილიარდის მიღების შესახებ განცხადება არის მტკნარი სიცრუე. საუკეთესო შემთხვევაში, თუ კარგი სახელმწიფო პროექტები შესთავაზა მთავრობამ, ეს იქნება წლების განმავლობაში გაგრძელებული.
განცხადება იმის შესახებ, რომ კერძო ბიზნესი მიიღებს კრედიტებს 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით, არის ბლეფი. ამ მასშტაბის მიმზიდველი და ურისკო პროექტების ინიცირებას სჭირდება არაერთი წელიწადი.
მთავრობის ტყუილს ყველა იჯერებს ხოლმე, ახლახან დაანონსებული 2 მილიარდი ლარისა არ იყოს. მერე თვალები აეხილებათ ( უფრო ზუსტად რომ ვთქვა, არც თუ ისე დელიკატურად, თვალს რომ ავუხელ), შეწყვეტენ სიცრუის ტირაჟირებას. ახლაც მინდა აგიხილოთ თვალები-დაანებეთ ამ 3 მილიარდის ძახილს თავი.
შემოვა პარლამენტში განახლებული ბიუჯეტი და ყველაფერი ნათელი გახდება.
აღდგომადა ხვალეო.
ისედაც წინასააღდგომო პოსტია.”
კომენტარები