პოლიტიკოსი ეკა ბესელია, “ტვ კავკასიას” ეთერში საუბრობს “ქართული ოცნების” გუნდში დაპირისპირებებზე და კომენტარს აკეთებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ, რომ თითქოს ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას გაშვებას აპირებს:
“გამორიცხულია, კობახიძე ვერ არის გახარიას გაშვების შემძლე, ის მხოლოდ იმიტომ შეირჩა, რომ ტექნიკური შემსრულებელია, თუ დაიგეგმა გახარიას გაშვება, ეს მოხდება ივანიშვილის დავალებით და კობახიძის ხელით – ისევე როგორც მოხდა კვირიკაშვილის შემთხვევაში. ეს შეუძლია კობახიძეს, მეტი არაფერი შეუძლია, ის ერთი მშიშარა ბიჭია, რომელიც დაცვით დადის პარლამენტის შენობაში. მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, არ შეუძლია, მაგრამ შემსრულებელია ბრმად. მდინარაძე, მათიკაშვილები და სხვები საერთოდ არ უნდა განვიხილოთ, როგორც ინდივიდები.
კალაძეს კი, კალაძეს, როგორც დააკვირდით, როგორ უყურებს კობახიძე საჯარო შეხვედრების დროს – როგორც მის პატრონს, არა როგორც ივანიშვილს ტოლფასს, მაგრამ ივანიშვილის შემდეგ. დააკვირდით, საინტერესოდ გამოხატავს თავის დაქვემდებარებულობას კალაძის მიმართ.
ვითარება ძალიან მყიფეა, ძალის ბალანსი სასამართლოს და ძალოვნების ხელშია და არა პარტიაში. ამ მყიფე სიტუაციაში, შეიძლება ქვეყნისთვის სახიფათოდ განვითარდეს მოვლენები. წამიერად შეიძლება იფეთქოს რაღაცამ, ამდენი გაჭირვებული და უსამართლობით გაწამებული ადამიანი… მგონი ეს არავის უნდა… თუ ჩვენ მეტ-ნაკლები ზიანით, ან საუკეთესო შემთხვევაში, ზიანის გარეშე, მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, მაგრამ მეეჭვება…”
კომენტარები