ambebi.ge-სთან პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ამბობს:
“ძალიან კარგი, თუ არ აპირებს გახარია პოლიტიკიდან წასვლას, გამოცოცხლდება ჩვენი ჩამყაყებული პოლიტიკური სიტუაცია და ამ ველზე საინტერესო ელემენტი გაჩნდება. მართალია, მას აქვს გარკვეული პოლიტიკური წონა, პოლიტიკური პერსპექტივა, მაგრამ მის შანსებზე ნაადრევია ლაპარაკი, დღევანდელ სიტუაციაში გზის გაკვლევა საკმაოდ რთულია – გასაგებია, მას პირველ ეტაპზე მოუწევს ორმხრივი ცეცხლის გაძლება იმიტომ, რომ ცოტა ხანში “ნაცები” იტყვიან, ის ბიძინას პროექტია, “ქოცები” იტყვიან – მიშას შეეეკრა და მისი პროექტიაო. ვნახოთ, როგორ გაუძლებს გახარია ამ ყველაფერს. ისე, პერსპექტივა აქვს. პრაქტიკულად, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი, ამას დრო გვაჩვენებს. შესაძლოა, ის მესამე ალტერნატიულ ცენტრად ჩამოყალიბდეს კიდეც“.
კომენტარები