გახარიას საქციელს, რომელიც გადაწყვიტა, ნაბიჯი გადადგა, რომ შერჩენოდა, შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი პროცესები, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი თანაგუნდელის, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
გიორგი ვოლსკი:
„გახარიამ უღალატა იმ საქმეს, რასაც ერთად ვემსახურებოდით. ფაქტია, რომ განუდგა იმ საქმეს, გადგა გვერდზე. მე მაინც მგონია, რომ თვითონაც რაღაც აინტერესებს და ერთხელ იქნება ამოიღებს ხმას, რამეს იტყვის. სიტყვა უღალატა მკვახეა, ხისტია, მე არ მიყვარს.
დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ შესაძლო განვითარებას პირდაპირ ხელი შეუწყო ამ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო საფრთხის შემცველი, დამთავრდა. მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ იგი იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში, რადგან ვითარება, რაც ჩვენს თვალწინ განვითარდა, აბსოლუტურად, ყველა ნიშნით იყო შესაბამისი იმის, რასაც ვლაპარაკობთ“
კითხვაზე, ფიქრობთ, რომ შეცდომა იყო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, ვოლსკი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო.
„კი, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო“, – აღნიშნავს ვოლსკი.
მისი აზრით, გიორგი გახარიას “რეგლამენტი გამიზნულია იქითკენ, რომ 43 პროცენტს საფრთხე შეუქმნას”, თუმცა ვერ შეძლებს.
“ასეთი რეგლამენტი, თუ ამ რეგლამენტის რეალიზაცია მოახდინა, რასაკვირველია სწორედ იმიტომ არის გამიზნული და ჩამოყალიბებული, რომ 43 პროცენტს შეუქმნას საფრთხე. მგონია, რომ ვერ შეძლებს“, – დასძინა გია ვოლსკიმ.
ვის ‘შეეშალა” გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა და თუ ეს მართლაც შეცდომა იყო, ვინ იქნება ამ შეცდომაზე პასუხისმგებელი, ამაზე გია ვოლსკი არ საუბრობს.
კომენტარები