ზაზა სარალიძე, “ტვ პირველთან”, სადაც ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტზე ჰკითხა, ამბობს:
“გახარიას მხარდაჭერა უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, რომელმაც მე გამომიყვანა მდგომარეობიდან ჯერ და მერე ჩემი მეუღლე გადაარჩინა. მომაკვდავი მეუღლე გადამირჩინა.
ჯანდაცვის სამინისტრომ და მერიამ რაც გაიღო და გააკეთა ჩემი მეუღლისთვის, მადლობას ვუხდი, მაგრამ ეს ცხვირიპირში უნდა მადინონ და ჰგონიათ ზაზა სარალიძეს აღარაფრის თქმის უფლება აქვს? ვაი, თქვენ პატრონს. რახან აქციებიდან წავედი და მეორე შვილის გადარჩენაზე ვიზრუნე, გამყიდველი ვარ? მივიდეს გამოძიება, თუნდაც გახარიასთან, რატომ არ მიდის?
ბოლოს გამოძიებასთან რომ ვიყავი და რაღაცის ნახვა ვითხოვე, მიპასუხეს არავინ არ ხარო. დაზარალებული კანონს ფეხებზე კიდია, შვილმკვდარი მამა კანონს ფეხებზე კიდია, არავის აინტერესებს, იქნება ვინმემ გამონახოთ გზა, რას უშვებიან ხალხს, შვილმოკლული ადამიანს, დაზარალებულს უფლება არა აქვს.
ძალიან მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ზაზა სარალიძეს პოლიტიკა არ ადარდებს. ჩვენ ვართ გლეხი ხალხი და ვცხოვრობთ გლეხურად. რაც დამრჩენია ცხოვრებაში, ეს არის შევასრულო დათუჩას ის ოცნებები, რა ოცნებებზეც გვისაუბრია მისი სიცოცხლის განმავლობაში. არ ვიცი, რა უნდათ რას ითხოვენ ჩემგან, გამოვიდა ისე, რომ მსაყვედურობენ. არავის მომხრე არ გავმხდარვარ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ოჯხის მომხრე ვარ, ჩემი მოკლული შვილის მომხრე ვარ, რომელიც ჯერ დამიჩეხეს და მერე რა სიტყვებით გამინადგურეს ვინ იცის. ზაზა სარალიძისგან გმირის შექმნა უნდოდათ, რა გმირია გამოვა ზაზა სარალიძისგან? ზაზა სარალიძე გმირი მაშინ იქნებოდა, დათო სარალიძე რომ ფეხზე დაეყენებია. იყო მცდელობები, შემოთავაზებები. მთავაზობდნენ პარტიის შექმნას, აგერ, მილიონია, აგერ 2 მილიონია, არ მაინტერესებს, არ არის ჩემი საქმე, დამანებონ თავი, დააყენონ ჩემი შვილი საფლავში.
აქციებიდან წამოვედი, როცა ერთ დღეს ტირილით თქვა მარიამმა, მარტო ერთი შვილი გყავდათ? მეტი მე აქციებისენ არ გამიხედავს და დათუჩას სულ ვფიცავარ, ღმერთს მადლობა რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, ზუსტად გამოჩნდა, ვინ იყო მოღალატე. ზუსტად დავინახე იქ ვინ იყო მკვლელების დასაჭერად და ვინ იყო პოლიტიკური მიზნებისთვის. უკვე ისე ხდებოდა, “ვინუჟდენი” უნდა ჩავთრეულიყავი პოლიტიკაში, ან უნდა მიმეღო ის ტალახი რაც მივიღე. ერთს ამას წინათ პირადში მივწერე, ვინ ხარ, რატომ მლანძღავ, არ მიცნობ, შე ოჯახაშენებულო… ერთი საათი ბოდიშებს მიხდიდა, სამი შვილის მამა ვარ და არ შემაგინოო.
დღეის ამას იქით აღარ შეწუხდეს აღარც პროკურატურა, აღარც გამოძიება. ჩემთვის ისინი არიან არარაობები, მათ აინტერესებდათ პოლიტიკა, პირდაპირ ვიგრძენი, რომ გახარიას საწინააღმდეგოდ უნდოდათ ჩემი გამოყენება. გამომძიებელს ვეხვეწები, დავიწყოთ თავიდან, მივყვეთ, არა, იქ, იქ, არ აინტერესებდათ სიმართლე.”
კომენტარები