რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს. გზავნილის ტექსტი მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.
As a member of the @housesciencegop Committee, I wrote this letter to Georgia’s PM because of delayed reforms & a declining climate for U.S. investment in #Georgia, especially for energy companies here in the U.S. Energy Independence = Freedom! @TvMtavari @TV_Imedi @TVSGeorgia
ბაბინი მის კოლეგებს ადამ კინზინგერსა და გერი კონოლის, რომლებმაც 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კონგრესმენი ფიქრობს , რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები და ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია და ამის გამო წუხილს გამოთქვამს.
ბრაიან ბაბინი ასევე აღნიშნავს, რომ ის შეუერთდა კონგრესმენების მზარდ რიცხვს, რომლებიც რეფორმას ითხოვენ. კონგრესმენი „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის სანქციების აქტის“ თანაავტორია, რომელიც ამერიკის წარმომადგენელთა პალატაშია წარდგენილი. კონგრესმენის წერილი უკვე შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. უმრავლესობაში აცხადებენ , რომ წერილის შინაარსი რეალობას აცდენილია. მათი თქმით, ეს ერთი კონკრეტული ჯგუფის შეფასებაა და აშშ-ს პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით არ გამოხატავს.
კომენტარები