ეკონომისტი, ირაკლი ლატარია:
მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ვუსმინე და დამეფიცება, რომ ყველა კუთხვაზე (რომელიც ჩემში მქონდა) გასცა პასუხი. ყველაფერი ისედაც ვიცოდი, მაგრამ ფაქტები არ მქონდა და დღეს მდინარაძემ, ყველაფერი ამომახსნევინა.
მოდით ვიტყვი ალალად ..
ყველა, ვინც დღეს ოპოზიციონერობს, თავიანთი წარსულის გამო, ვერასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში და სიმართლე თუ გინდათ, ეგ ისედაც ვიცოდი და ნათელი იყო მაგრამ გახარიაზე დამწყდა გული…იმ გახარიაზე, რომლის გამოც უამრავი მიბრძოლია და ძალიან, ძალიან მჯეროდა იმ საქმეების, რომელსაც ერთად ვაკეთებდით ყველანი ..
არ ვიცი რა, ასეთი რა ხდება მაგ სკამებზე, რომ ასე იცვლებიან?.. კაცს არავინ იცნობდა, ამხელა ქვეყნის მართვის საშუალება მიეცა და ასეთი რამეები გააკეთოს? დასანანია…
ასევე, ვინც მე კარგად მიცნობს ყველამ იცის, რომ არაერთხელ მითქვამს, დიდიხანი ერთიდაიგივე ხელისუფლება არ არის ქვეყნისთვის იდეალური ვარიანტი, მაგრამ ოცნება თუ არა, აბა ვიინ? .. მითხარით ვიინ და ვინც თქვენსკენ არ გადმოვიდეს რა.
მართლა მინდა, რომ ,,ოცნებაზე” უკეთესი ძალა არსებობდეს, მაგრამ სამწუხაროდ – არ არის დღეს, არააა.
მოკლედ მეგობრებო , ასეა თუ ისე, დღეს გვყავს ხელისუფლება, რომლის დამსახურებითაც საქართველოს (დამოუკიდებლობის არსებობის ისტორიაში პირველად) ომი არ აქვს გაჩაღებული და ტერიტორიები არ დაუკარგავს . ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელთა ძირითადი ამოცანა და მიმართულება არის ის, რასაც ქართველები თვლიან და არა ის, რასაც სხვა ქვეყნიდან გვიკარნახებენ…
ერთი ბრძენი ადამიანის სიტყვები გამახსენდა: არასოდეს გააკეთოთ ის, რასაც ამერიკა და ევროპა გკარნახობთ, არამედ გააკეთეთ ის, რასაც ამერიკა და ევროპა – აკეთებს თავიანთი ქვეყნისთვის.. ხოდა რა ხდება ახლა? ჩვენ დღეს ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ვისაც მოსწონს ეს, ყველა ჩვენიანია და ყველასთან ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა გვსურს და გვექნება კიდეც.. ხოლო ვინც ცდილობს თავიანთი დირექტირებით გვმართოს, არანაირად – ეგ დრო დამთავრდა…
წ ე რ ტ ი ლ ი!!!
მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი… – რას უხსენებს კობახიძე გახარიას
კომენტარები