გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
„გახარიაზე ჯგუფური თავდასხმის გამოძიების ობიექტური ინტერესი რომ არსებობდეს, აქამდე:
პროკურატურას დაქვემდებარებული ექნებოდა საქმე და ჩატარებული ექნებოდა ბრიფინგი ყველა დამნაშავის დასჯის დაპირებით (მათ შორის, დამკვეთის);
პროკურატურას მომხდარიდან უახლოეს საათებში ამოღებული და გასაჯაროებული ექნებოდა სასტუმროს კამერების სრული ჩანაწერი. განჩინების აღება და ჩანაწერის ამოღება 2-3 საათშია შესაძლებელი;
პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდებოდა დაუყოვნებლივ და არა ორჯერ დარეკვის შემდეგ და დაგვიანებით, რამაც ხელი შეუწყო მტკიცებულებების განადგურებას;
დაგვიანებით ადგილზე მისული პოლიცია სასწრაფოდ შემოსაზღვრავდა შემთხვევის ადგილს და არა 4 საათის დაგვიანებით;
პროკურატურა სასწრაფოდ დაინტერესდებოდა შემთხვევის ადგილიდან აწმენდილი ნიმუშების და აღებული საგნების ბედით, ამოიღებდა და დანიშნავდა ექსპერტიზებს;
პროკურატურას უკვე გამოკითხული ეყოლებოდა შემთხვევის თვითმხილველი ყველა ჟურნალისტი, სასტუმროს ადმინისტრაცია, დაცვის სამსახური, სავარაუდო ეჭვმიტანილები;
უკვე ამოღებული იქნებოდა სავარაუდო ეჭვმიტანილების გადაადგილების მარშრუტი, ტელეფონებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა და ანძები;
ადგილზე გამოცხადებული პოლიცია სასწრაფოდ მანქანით არ გაიტაცებდა დაცვის სამსახურის უფროსს (უსაფრთხოება, მათ შორის კამერებზე, მისი უშუალო ზედამხედველობის სფეროა);
ამის ნაცვლად, პროკურატურა სრულიად უმოქმედოა, რაც ცალსახად მიუთითებს კამერების ჩანაწერების ფალსიფიკაციის და განადგურების ინტერესზე.
შერატონმა კადრების გადმოცემით და მეტიც, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სრულად გასაჯაროებით უნდა დაადასტუროს, რომ მათზე სუსის ზეწოლა არ მიმდინარეობს.
ოფიციალურად მიმართული გვაქვს შერატონზეც და სათაო ოფისზეც.
ახლა განჩინების საფუძველზე კამერების ჩანაწერების პროკურატურისთვის გადაცემა ვერანაირად ვერ გაფანტავს ამ ეჭვებს. ეს საკმარისი არ და ვერ იქნება. ამიტომ, შერატონისთვის უმჯობესია, დანაშაულში თანამონაწილეობასთან ერთად, იფიქროს მის რეპუტაციულ რისკებზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საქმეს მაინც გამოვიძიებთ. უბრალოდ, თქვენ გირჩევთ, რომ გასაკეთებელი გააკეთოთ.“
კომენტარები