გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? – ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ეს არ განიხილება, თუმცა, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული სეგმენტისთვის შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.
„ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ. თუმცა, შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, გახდეს საჭირო. ვფიქრობ, შევძლებთ, რომ ავირიდოთ თავიდან მსგავსი პრაქტიკა და მოთხოვნები სახელმწიფოსგან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
კომენტარები