19 მგზავრი საქართველოში და 166 ისრაელში საჰაერო სივრცის გახსნას ელის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ისრაელმა სივრცე გახსნა, თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს გარანტია, რომ 19 საათსა და 10 წუთზე დანიშნული რეისი თბილისი-თელავივი შესრულდება.
დღეის მდგომარეობით ბენგურიონის აეროპორტი ღიაა, მაგრამ შეიძლება, დაიკეტოს, ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ, თუ სიტუაცია შეიცვალა, მგზავრები გაფრთხილებული გვყავს. თუმცა საქართველოს ავიახაზები გამოთქვამს მზადყოფნას, რომ სპეცრეისი დაინიშნოს- აცხადებს ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეირვეისის” ხელმძღვანელი, რომან ბოკერია.
თუმცა, ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას, ინფორმაციით, ამ ეტაპზე საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ არის.
ისრაელს აქვს დასახული, რომ სერიოზული დარტყმა მიაყენოს ,,ჰამასს” და რადიკალურ დაჯგუფებებს. გუშინ მხოლოდ ისრაელის სამხრეთი იყო რადიკალების სამიზნე, დღეს ქვეყნის ცენტრიც გახდა. გუშინ 30 მანქანა დაიწვა, 2 ადამიანი გარდაიცვალა. ქალაქ ლოდში სინაგოგები დაიწვა. ამ ეტაპზე არც საქართველოს, არც სხვა ქვეყნის მოქალაქეების გამოყვანაზე არა არის საუბარი – აცხადებს ლაშა ჟვანია.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები