ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი:
გახსნილი ხვანჯარი და ხმის ფარულობა!სად ერეკლე და სად მიქაელ როთიო, ვიდრე გაიფიქრებთ, ერთი წუთი დამითმეთ:ყველა შევსწრებივართ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხვანჯარგახსნილ კაცს, რომელიც არც იშმუშნება, არც უხერხულობს და არც ხელს იფარებს უბეზე, ანუ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ იქცევა, რადგან არ იცის, რომ ხვანჯარი შეხსნილი აქვს (ვიდრე ვინმე ღვთისნიერი დელიკატურად არ მიუთითებს ამაზე (რაც მალე, უკეთესია)).ვინც ორი მილიონი ამომრჩევლის მოტყუება კენჭისყრიდან მხოლოდ მეოთხე დღეს სცადა – ხმის ფარულობა დარღვეული იყოო (ანუ ხვანჯარი შეხსნილი) – ის ხომ თავად ადასტურებს, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩეველმა ამის თაობაზე არაფერი იცოდა და არჩევანს თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში აკეთებდა (არ იშმუშნებოდა, არ უხერხულობდა, ხელს არ იფარებადა, ანუ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ იქცეოდა), რაც აისახა კიდეც არჩევნების შედეგებში?მითუმეტეს, რომ ხმის ფარულობა რეალურად არ იყო დარღვეული (არც ხვანჯარი შეხსნილი), სხვა შემთხვევაში, კენჭისყრის დღეს ერთი საჩივარი მაინც დაიწერებოდა ამაზე და საჯაროდაც წიოკი ატყდებოდა.ხოდა, ჩვენდა სამარცხვინოდ ბარიერგადალახულო ოპოზიციავ, გაეშვით იმის… რა ჰქვია … ხო, მიქაელ როთის წვალებას და დროზე დურთეთ თქვენი უტვინო და უსინდისო თავები პარლამენტში, ვიდრე გელოდებიან. გახსოვდეთ, დრო შეზღუდულია…
კომენტარები