სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია:
„ვიმკით, ვიმკით ოთხოცდაათიანებში დათესილს…
თუმცა, ზოგი იმკის, ზოგიც კი…
ასეა, ჩემო ბატონო,
,,საზმაუს” კიბებზე ჩამომსხდართა ამბიციებს, მათ პრივილეგიებს, სახელმწიფოებრიობის დაჩლუნგებულ განცდას, ზღვარგადასულ ამპარტავნებასა და რაც მთავარია, იმპერიის მიმართ ვალდებულებას შეეწირა ახლადაღდგენილი სახელმწიფოს დამოუკიდებლად განვითარების პერსპექტივა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სიცოცხლეც…
მართალია, ,,საზმაუს” კიბის კლასტერი, რომელიც დღეს სრული შემადგენლობით თუ არა მისი უდიდესი ნაწილი ივანიშვილისა და სააკაშვილის მეხოტბეთა რიგებს მიეკუთვნება და დაჟინებით გვიმტკიცებს ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის მმართველობის დროს ისეთი დამოუკიდებელი და ამაყი ხელისუფლება ჯერ არ გვყოლიაო, მაგრამ რეალობა რადიკალურად სხვა რამეზე მეტყველებს…
თუ ჩეჩენ აჰმედ ზაკაევს შეუძლია თქვას:
,,თავის დროზე, მსოფლიოს ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევისათვის რომ მოესმინა, დღეს არ მოგვიხდებოდა იმ ვითარების გადატანა, რაც უკრაინაში გვიხდება; არ ვიდგებოდით იმ დილემის წინაშე და არ ვიმარჩიელებდით თემაზე, განახორციელებს თუ არა პუტინი ბირთვულ დარტყმას”…
თქვენ რატომ არ შეგიძლიათ?!
მიზეზი მარტივია!
თქვენგან ,,სამოქალაქო ომად შერაცხული დაპირისპირება, სინამდვილეში რუსეთის პირველი აგრესია იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის აღიარება გასაგები მიზეზების გამო თითოეულ თქვენთაგას დღემდე გიჭირთ…
,,საზოგადოება, რომელიც სიმღერითა და სამზარეულოთი იწონებს თავს, ძირითადად მონური საზოგადოებაა, რადგან მონები, ჭამითა და სიმღერით იქარწყლებენ წყლუს.”
აბრაამ ლინკოლნის ეს სიტყვები, სრულად მიესადაგება ჩვენს დღევანდელ ყოფას და წყლულის გაქარწყლებაც დღემდე ,,წარმატებით” მიმდინარეობს, რაც ჩვენი დედაქალის მთავარ საახალწლო სლოგანშია ,,განსხეულებული და გასხივოსნებული”…
,,ბიჭებო, ძროხებმა და ღორებმა რა დაგიშავეს, ისინიც ზვიადისტები ხომ არ იყვნენ, სახლები გადაგვიწვით და არ იყო საკმარისი შურისძიებისთვის”…
დარჩელელი ქალბატონის ეს ნათქვამი, მხედრიონელთა მიერ გადამწვარ სოფელში, დღემდე ჩამესმის და დღემდე თვალწინ მიდგას ის სახლ-კარ გადამწვარი ქალბატონი…
გახსოვთ?! ,,გამსახურდია თქვენი კერპია, თქვენ კერპთაყვანისმცემლები ხართ…”
გახსოვთ, რეებს ბოდავდით?!
აბა, ახლა, ჩადექით ბიძინას დამცველთა რიგებში და თუ მის სანქცირებაზე მიდგა საქმე, ჩვენს ევროპულ არჩევანს ბიძინა და მისი ძალაუფლებისადმი მორჩილება და ერთგულება ამჯობინეთ…
ხო, კიღამ დამავიწყდა…
იმპერიამ, მიუხედავად თქვენი თავდაუზოგავი მცდელობისა, თუ მაინც არაფრად ჩააგდო თქვენს მიერ წარმოებული ,,გაუღიზიანებლობის” პოლიტიკა და მაინც დაგვემუქრა, ეს ამბავი იმათ დააბრალეთ, ვინც თქვენსავით არ ფიქრობს და, პირველ რიგში, მათ შეუვარდით სახლებში ავტომატით და მერე ,,მიხედეთ იმ რუსებს”…
ასე რომ, გააგრძელეთ
ადამიანებისთვის თავალებში ნაცრის შეყრა…
ამტკიცეთ,
ბიძინაა დღეს საქართველოო…
ბიძინა უზრუნველჰყოფს დღეს ჩვენს სუვერენულობას და ის გვიმძაფრებს სიამაყისა და ნამდვილი დამოუკიდებლობის განცდას-თქო…
გააგრძელე საქართველოს უახლესი ისტორია…“
კომენტარები