დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
“ეს წითელსახურავიანი შენობა (რეზიდენცია-სასახლე) ჩადდგა ალავერდის კათედრალის კომპლექსში ბოლო წლებში მიტროპოლიტმა დავითმა, საამისოდ გალავანი დახვრიტა ფანჯრები, მოანგრია ქონგურები და დაახ. 1 მეტრით აწია გალავნის კედელი სასახლისათვის. ასევე მთელი ეზო დაყო და დაჩეხა ქვის ახალი ღობეებით და კაციშვილი ხმას არ იღებს, არადა არანაირი საამშენებლო ნებართვები არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტისგან.
წლებია ვწერ ამ ვანდალიზმზე და საზოგადოების რეაქცია ნულია. ასევე ეზოში აშენებს ახალ მომცრო ეკლესიას და წყალკურთხევის ავზს.
ასევე გადააკეთა და მიაშენ-მოაშენა ორი მხრიდან ძველი საეპისკოპოსო სასახლეს, რომელიც ამ ფოტოზე თითქმის არ სჩანს, სამრეკლო-კარიბჭის უკან მდებარეობს. ზოგს რომ ჰკითხო, ალავერდი გაამშვენა თურმე, კი “გაამშვენა” თავისი მდაბიო ფანტაზიების და სურვილ-ხუშტურების მიხედვით და ავთენტურობა დაუკარგა ეროვნული მნიშვნელობის ალავერდის კომპლექსს. გვჭირდება ასეთი გამშვენება?”
კომენტარები