ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ თურქი ბიზნესმენი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გალიფ ოზთურქი, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ესწრებოდა, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
კომენტარები