რუსმა შოუმენმა, მაქსიმ გალკინმა ისრაელში უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტები დააანონსა.
მედიის ინფორმაციით, თელ-ავივსა და ჰაიფაში გამართული კონცერტების ბილეთების გაყიდვით გამომუშავებული თანხას გალკინი იმ უკრაინელ ლტოლვილებს გადაურიცხავს, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ.
“დაანონსებულ კონცერტებზე ბილეთები უკვე გაიყიდა. მაყურებლის თხოვნით, ვატარეთ კიდევ ორ კონცერტს გადავწყვიტე გადამერიცხა მიღებული თანხა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ვინც უკვე იყიდა ბილეთები, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ერთად გავაკეთებთ კარგ საქმეს”
შეგახსენებთ, რომ მაქსიმ გალკინი და მისი მეუღლე, ალა პუგაჩოვა ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ქვეყანა დატოვეს და ისრაელში გადავიდნენ.
კომენტარები