მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, გვერდზე, Lukrecio Bakanidze, წერს:
ყმაწვილობიდან ასეთი წესი მაქვს – წერას სანამ შევუდგები რამდენიმე დღე ცუდ წიგნს ვკითხულობ ხოლმე და ვფიქრობ – ჰეჰ, ეს ვინაა, ამაზე კარგად ვერ დავწერ დავიჯერო ? ვხურავ წიგნს მერმე და საკუთარი შესაძლებლობების რწმენით აღსავსე ვიწყებ წერას. ხოდა ბიჯო, ერთხელ, დიდი ხნის წინ, ერთი უცნობი ავტორი ჩამივარდა ხელთ, გაგონილიც არ მქონდა, და რახან გაგონილი არ მქონდა, სიბრიყვით და ცუდმედიდობით ჩავთვალე რო არ იყო კარგი მწერალი. დავიწყე კითხვა, გავედი ბოლოში და სრული ერთი წელიწადი არაფერი დამიწერია მერე. გამაძრო სახე, მწერლობა გადამაფიქრებინა იმენა. მეთქი ეს წერს და მეც როგორ უნდა ვწერო ამის დედაც ვატირე, სად მექნება ნამუსი. მოკლედ, ეს ავტორი გახლავთ აწ უკვე ყველასთვის ცნობილი, და ჩემი პირადი აზრით უკანასკნელი დიდი და ნაღდი მწერალი დიდ და ნაღდ მწერალთა რიგიდამ, ჩვენს ეპოქაში და თანამედროვეობაში შემოღწეული, და მისი სახელი არს ჟოზე სარამაგუ.
კომენტარები