ჟურნალისტი, ბექა ყორშია:
“არ ვიცი, 21 წლის ლაზარეს ამ ასაკში ეს რამდენად აინტერესებს და ალბათ, ფეხზეც ჰკიდია, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში მისი სახელი ჩაიწერება, მაგრამ არა იმ გვერდზე, სადაც კობახიძე-ღარიბაშვილები იქნებიან ნახსენები, სულ სხვა გვერდზე იქნება ეს ბიჭი და შეიძლება სწორედ ამ ფოტოთი – შეფარული ღიმილით რომ პასუხობს მოსამართლის სიტყვას: “შეეფარდოს პატიმრობა ლაზარე გრიგორიადისს”.
ლაზარეს რუსული კანონის გაპროტესტებისთვის შეიძლება 7-დან 11 წლამდე მოუწიოს ციხის კედლებში გატარება.
ბაბუამისმა თქვა პროცესის მერე: “ვაჟკაცი ბიჭია ლაზარე და გამაგრება მას!”
გამაგრება ლაზარეს და სირცხვილი ჩვენ, რომ ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახსნელად.”
კომენტარები