ამირან გამყრელიძე, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს ვიდეომიმართვით
“ამ ეტაპზე 3500 ტესტია ჩატარებული, სწრაფი ტესტებია შემოსული ასევე, რომელიც უკვე აქვს გორის ჰოსპიტალს და ამ ტესტების მარაგები ყოველ დღე იზრდება.
ბევრს მაკრიტიკებენ ამის თქმის გამო, მაგრამ მაინც ვიტყვი, ქვეყანაში უნდა იყოს ყველა ტიპის ტესტი – ოქროს სტანდარტზე, სწრაფი ტესტები, ანტიგენის აღმოჩენაზე დამყარებული და სეროლოგიური ტესტები.
ამ კვირაში 20 000 ტესტი გვემატება, მაისისთვის ველოდები 60 ათას ტესტს, რაც შეეხება სწრაფ ტესტებს რაც შეეხება, მათი ტექნოლოგიერი იხვეწება, 15-20 წუთში რომლებიც იძლევიან პასუხს ეს არის ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები და ათეულობით ათასობით გვაქვს მარაგი ამ ტესტების.
კერძო სექტორმაც მეტი უნდა იაქტიუროს და შემოიტანოს ტესტები და იმუშაოს უფრო აქტიურად – მალე დადგინდება სახელმწიფო ტარიფი თითოეულ ტესტზე.”
კომენტარები