ფსიქოლოგი, პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი
იმედის ჟურნალისტის ზარი მირჩევნია, თუ თქვენი ჟურნალისტის კარზე ბრახუნი, ავირჩიო?”
კომენტარებში:
ნათია ფანჯიკიძე:
“კარზე არის ბრახუნი. შპს რაღაც აქაა? მეუთხარი გვერდით კარებში (არქიტექტურული ფირმაა და ვიფიქრე, მათ ეძებენმეთქი) იმათ უთხრეს ჩვენ არ ვართო და ბიბრახუნებს ისევ – ტვ პირველიდან ვართ, ირაკლი ალასანიას მოძებნაში ვერ დაგვეხმრებით? მეუთხარი, ვერა, ძვირია ბილეთი ნიუ იორკამდე. და არ იცით ეს შპს რაღაც? მეუთხარი პირველად მესმის. მოკლედ დავურეკე ირაკლის და აღმოჩნდა, რომ ამ დასახელების შპს მართლა შეუქმნია, მაგრამ შპს არ მუშაობს. როგორც შექმნა, ისე მიაგდო და შესაბამისად მეც აზრზე არ ვიყავი. ხოდა სანამ არ ვიცი ამჯერად ვისი შეკვეთით, ან რით ვერ გავიწყდებით ვერცერთ მხარეს, დეტექტივს დაწერთ, თხოვნა მაქვს, კარს იქიდან რომ ვამბობ, ბოდიში, პირსახოცით ვარ და ვერ ვაღებ კარს, აიეგ იდუმალად მიხატ-მოხატოთ, რომ ჩემი მშვენიერი ხმა კოხტად ისმოდეს გამოსახულების გარეშე. რომ იცოდეთ, დავმალე კომენტარი, რომელშიც ჩემი ბინის მისამართს აძლევს ბატონი ნოდარი ყველას, ვისაც არ ეზარება, რომ მესტუმროს. ხოდა შარი რომ არ მომდოს, რომ კომპანიას ვმალავ კარადაში, ვწერ, რომ დავაჰაიდე კომენტარი, რომელშიც დაწვრილებით წერია სად ვცხოვრობ.”
ნოდარ მელაძე:
“რეესტრის ვებ გვერდზე მონაცემები არის საჯარო ნებისმიერი მსურველისთვის.
რეეტრში წერია, რომ აქ არის კომპანიის მისამართი. მოვედით ოფისში და დაგვხვდა თქვენი ბინა. მგონი, გასაგებად აგიხსენით. თქვენ თუ არ იცით, რომ თქვენს ბინაში კომპანიაა რეგისტრირებული, ძაან უცნაურია. რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის დროს მესაკუთრის თანხმობაა საჭირო.”
ნათია ფანჯიკიძე:
“ძალიან კარგად იცი, რომ ეს ჩემი სახლია და ვცხოვრობ, ისიც კარგად იცი სადაა ირაკლის ოფისი. ასევე ისიც იცი, რომ ირაკლი არაა თბილისში. და სხვათაშორის თვეების წინ დომინიკის ფორბსთან ინტერვიუ რომ წამლად ჩააგდე და წინ საოცრებები წაუმძღვარე “კრახით წასულ მინისტრზე”, საოცარი გადაცემა გააკეთე, თითქოს რამეს უკანონოს აკეთებდეს ირაკლი, მაგაზე არც ვიკადრე კითხვა დამესვა, ან რამე მეთქვა. აი, სახლში ბრახაბრუხი კი ნამეტანია. თორემ გადაცემა არ გამკვირვებია, ნეტავ რომელმა შეუკვეთათქო, გავიფიქრე და იქვე დავივიწყე.”
ნინო ჯანგირაშვილი:
“Nodar Meladze როცა კომპანიას არეგისტრირებ, არც ოფისი აქვს ჯერ და არც საქმიანობა დაუწყია, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია დამფუძნებლის ბინის მისამართზე დარეგისტრირება. აბა სხვაგან სად უნდა დარეგისტრირდეს? არარსებულ კომპანიას ვინ მიაქირავებს რამეს? ჩემი ბინის მისამართი მაქვს მეც მითითებული იურიდიულ მისამართად თუკი რამე დამირეგისტრირებია ბოლო წლებში. დედაჩემმა არც იცის და არც აინტერესებს. მოკლედ, კომპანიის პირადი ბინის მისამართზე შექმნა არაფერს არ ნიშნავს. თუ საქმიანობს მერე, უკვე იცვლება მისამართი, თუ არ საქმიანობს, რჩება ასე მიგდებული სადაც დარეგისტრირდა.”
ნათია ფანჯიკიძე:
“დაასწავლა ყველას ჩემი მისამართი. მერე ვინმე კიდევ დამიპადიეზდებს და იქნებ თავშიც ჩამარტყას რამე და ამის ბრალი არ იქნება. კომპანი ყოფილა კაცოოო
ჩემი მეზობელია ჭუტა. ზუსტად იციან, რომ ბინაა და არანაირი ოფისი. ვატო წერეთელს გადაეცით, რომ ამ საღამოს სახლში ვარ და შეუძლია მესტუმროს. Nodar მთელ კოლექტივს გპატიჟებთ ჩხრეკაზე და მერე მე მოვდივარ თქვენთან, იგივე მიზნით. გაწყობთ? და შენი ნებართვით ჩემო ეთიკურო ნოდარ, სახლის მისამართი რომ დავმალო, სანამ კიდევ უფრო მეტ ბანდიტს არ დაუკოპირებია, ხომ არ გამოაბამ კუდს, რომ კომპანიას ვმალავ საძინებელში? მოკლედ, გამეორდება ასეთი რამ, ვურეკავ პოლიციას. კარგად იცოდეთ ყველამ, არ ხართ დაპატიჟებული. ეს სახლთან ალყები რომელ კანონში წერია, ეგეც თან წამოიღეთ ხოლმე. მილიონ ადამიანს აქვს დარეგისტრირებული იურიდიულ მისამართად სახლის მისამართი, მემგონი კამარას პირველი მისამართიც, სანამ ოფისი გვექნებოდა, ბინის მისამართი იყო დარეგისტრირებული. ეს არ იძლევა საფუძველს შემოჭრის.
დახლოებით ერთი თვის წინ გამაფრთხილა მეგობარმა, სუსმა შეაგდო ინფორმაცია ოპოზიციურ ტვ-ებში, ალასანია ბრუნდება და გაემზადეო. ხოდა აგერ მზადდება რაღაცეები, როგორც ჩანს და მზადდება ტვ პირველის მიერ. რა ვივარაუდო? სუსი მართავთ, ნაცები, ქოცები? თუ დიდი ხანია ყველა ერთადაა? გველებივით ერთმანეთში გადახლართული.
და კიდევ.. ვიცი, რომ არცერთი პარტია და ნჯო არ დამიცავს არასდროს, მაგრამ მე ერთი გეყოფით. დამიჯერეთ, არ ღირს ჩემი შეწუხება. უამრავი საქმე მაქვს და არცერთი ამ საქმეთაგანი არაა პოლიტიკური, ძალიან არ მაინტერესებთ არავინ. გარდა უკრაინის ომისა, არ მაინტერესებს არანაირი პოლიტიკა, რადგან ერთმანეთზე არასწორად რომ გთვლით ყველას, არასდროს დამიმალავს, მიუხედავად იმისა, რომ ზრდილობა მეტ-ნაკლებად მახასიათებს. აბსოლუტურად სხვა ხალხი ხართ და სხვაა ის ქვეყანა, რომელსაც მე ვეძახი საქართველოს. გმადლობთ თქვენი პათოლოგიური ყურადღებისთვის. ირაკლისთან გაქვთ შეკითხვა? გაეკიდეთ ირაკლის. პერიმეტრზე არ მომიახლოვდეთ არცერთი.
და ნებისმიერ ფარისვეელს მივმართავ – თუ სახლში ჩემთან შემოჭრა ყოველ დროს, ყველა მთავრობისას, ყველა “ოპოზიციის” მიერ ნებადართულია, ამ ორმაგი სტანდარტით სულ იმ წუმპეში იჯდებით, რასაც ვითომ-ვითომ ებრძვით.”
კომენტარები