“ტვ პირველის” ინფორმაციით, ლადო ბედუკაძე საქართველოშია. იმ კადრების ავტორი, რომელმაც წინა ხელისუფლება გადაიყოლა, ,,ოცნების” მფარველობის გარეშე იყო დარჩენილი და თავს გერმანიას აფარებდა.
დასჭირდა თუ არა ხელისუფლებას ისევ ბედუკაძე? და ისევ წინასაარჩევნოდ? – სკანდალური კადრების ავტორი ამტკიცებს, რომ გერმანიაში მას ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ჰქონდა, თუმცა წინასაარჩევნოდ, მოულოდნელად გერმანიის მთავრობამ ის ჩვენს ქვეყანაში გამოადეპორტა.
ბედუკაძე ტვ პირველთან ამტკიცებს, რომ გერმანიაში მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ამიტომ გამოარიდეს სასწრაფოდ ევროპას და ჩამოიყვანეს საქართველოში.
ბედუკაძის ადვოკატი, ირმა ორჯონიკიძე, ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციას. უფლებადამცველი არ გამორიცხავს ბედუკაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტს.
“ტვ პირველი” ავრცელებს ლადო ბედუკაძის პასუხს, რომელიც მან მედიას მისწერა:

კომენტარები