“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ჭიათურაში, მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ რცხილათსა და ბიღაში ჩაატარა.
მისი თქმით, მოსახლეობასთან ერთად განიხილა სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
“ამ სოფლებში მოეწყო ცენტრალური საავტომობილო გზა, გაკეთდა შიდა საუბნო გზები, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის მიზნით, რცხილათის საჯარო სკოლაში მოეწყო საბავშვო ბაღი, სოფელ ბიღაში კი გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.” – თქვა გივი მოდებაძემ შეხვედრისას.
კომენტარები