ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:
“ცდებით, თუ გგონიათ რომ კანონპროექტის გაწვევის შემდეგ რადიკალური ოპოზიცია აქციებს შეწყვეტს.
პირიქით, გამარჯვებულის ჟინით დამუხტულები იმოქმედებენ პრინციპით “სჭედე რკინა სანამ ცხელია” და როგორც უკვე მიიღეს რჩევა, გააძლიერებენ წნეხს, მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, მთავრობის გადადგომას, გააცოცხლებენ “ტექნიკური მთავრობის” იდეას და ა.შ. უკვე ჰყავთ მოკავშირე აქ პრეზიდენტის სახით, და რა თქმა უნდა დასავლეთის უკვე ღია მხარდაჭერა.
ამ დღეებში გამოჩნდება ასევე “ქართული ოცნების ” მხარდაჭერის რესურსის რაოდენობა და ხარისხი.”
კომენტარები